ჩვენი ცენტრები და კლინიკები
სამედიცინო დაწესებულებების ქსელი ბათუმში
ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკა „მედცენტრი" – არის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურებით აღჭურვილი და მაღალკვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება. მომსახურების ინოვაციური მეთოდებით, ჰოსპიტალი ორიენტირებულია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე. სტაციონარი 24 სთ-ის განმავლობაში ფუნქციონირებს, როგორც დიაგნოსტიკური მიმართულებით, ასევე გადაუდებელი დახმარების (ER) განყოფილებით. ჰოსპიტალში წარმატებით ხორციელდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის სერვისი და მუშაობს უახლესი მოთხოვნების შესაბამისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლებით.
ამბულატორიული ცენტრი სოლომედი გთავაზობთ სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრს აქცენტით კომფორტსა და ინდივიდუალურობაზე. ჩვენი მიზანია — გავხადოთ თქვენი ვიზიტი მაქსიმალურად კომფორტული და შემოგთავაზოთ პერსონალიზირებული მიდგომა თქვენი მოთხოვნების მიმართ.
საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი მოიცავს როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილთა ამბულატორიულ სექტორს. ხანგრძლივი პროფესიული წარსულით, უკეთესის ძიების დიდი გამოცდილებით, უახლესი მიდგომებითა და ტექნოლოგიებით, უახლესი აღჭურვილობით, ქართული კეთილგანწყობით — ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება რეგიონის მასშტაბით. მოვიპოვეთ რეგიონის ნდობა და აღიარება, რაც ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა აჭარის რეგიონში, თანამედროვე ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრია. კლინიკა აღჭურვილია ინოვაციური აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მოწვეული და ადგილობრივი პროფესიონალი ექიმებით. კლინიკის პაციენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება, მათ შორის: პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET-CT), სხივური თერაპია, გენეტიკური კვლევები, მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიული მომსახურება და კლინიკური მედიცინის კონსულტაცია/მკურნალობა.