თუ თავს ცუდად გრძნობთ ან იზოლაციაში ხართ, ტესტის ჩასატარებლად სახლიდან გასვლა არ გჭირდებათ. ჩვენი სამედიცინო გუნდი მოვა თქვენთან, აიღებს ნაცხს და ლაბორატორიაში მიიტანს.
რას მოიცავს
- PCR ან სწრაფი ანტიგენის ტესტი სახლში
- მთელი ოჯახის ტესტირება ერთი ვიზიტით
- შედეგის ოფიციალური ცნობა
- ექიმის სატელეფონო კონსულტაცია დადებითი შედეგის შემთხვევაში
ვისთვისაა
სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის, იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის, ხანდაზმულებისთვის და ყველასთვის, ვისაც კლინიკაში მოსვლა უჭირს.
როგორ მიმდინარეობს
- დაგვირეკეთ და შეარჩიეთ მოსახერხებელი დრო
- ჩვენი თანამშრომლების მოსვლამდე განიავეთ ოთახი და გაიკეთეთ ნიღაბი
- შედეგის მზადყოფნისთანავე შეგატყობინებთ